Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცულია თუ არა უფლებადამცველების უფლებები საქართველოში?


9 დეკემბერი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში უფლებადამცველების განსაკუთრებულ როლზე საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ იმასაც, რომ თავიანთი აქტიური საქმიანობის გამო, უფლებადამცველები თავადაც ხშირად ხდებიან შევიწროვებისა და დევნის ობიექტები.

უფლებადამცველის საერთაშორისო დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეთა მიერ დასმულ მთავარ აქცენტებში დიდწილად იმას გაუსვეს ხაზი, რომ უფლებადამცველების დაცვა საქართველოშიც მწვავე პრობლემაა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ამ მხრივ, განსაკუთრებულად გამოყო ორი შემთხვევა - ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომლის, ვიტალი საფაროვის მკვლელობა 2018 წლის 30 სექტემბერს და აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, აფგან მუხთარლის გაუჩინარება თბილისის ქუჩებიდან 29 მაისს. საქართველოში უფლებადამცველთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეფასებისას, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ადამიანის უფლებათა წლიურ ანგარიშში გაჩნდება სპეციალური თავი, რომელიც უფლებადამცველების მდგომარეობას, მათ შევიწროებასა თუ საქმიანობაში ხელის შეშლას მიეძღვნება.

ნინო ლომჯარია უფლებადამცველთა დაცვის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00

მძიმე პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც თან ახლდა საარჩევნო პროცესს, მათ შორის აქაც გარკვეული დაძაბულობები და სირთულეები წარმოშვა...
თამარ ჩუგოშვილი

ნინო ლომჯარია შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მისამართით ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული გამონათქვამების საკითხსაც: „სამწუხაროდ როგორც სახალხო დამცველს წელს მომიწია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შემეხსენებინა, რომ რომ არსებობს საერთაშორისო დეკლარაციული ვალდებულებები, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები, რითიც ისინი არიან ვალდებულები, რომ არ მოახდინონ ადამიანის უფლებების დამცველების დისკრედიტაცია, არ მოახდინონ მათი მარგინალიზაცია და პირიქით შეუქმნან ძალადობისაგან დაცლილი გარემო საქმიანობისთვის“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ჩვენ გვაქვს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც პრინციპში არანაირად არ ეხმიანება უფლებადამცველების რისკებს, რომლებიც ამ ადამიანების წინაშე დგას...
ბაია პატარაია

ადამიანის უფლებათა დამცველების დისკრედიტაციის ფაქტებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უფრო მეტად საარჩევნო პროცესის დაძაბული ფონის შედეგად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ არ ჰგონია რაიმე განსაკუთრებული პრობლემები შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ან არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ან სხვების უფლებებს იცავენ.

„მძიმე პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც თან ახლდა საარჩევნო პროცესს, მათ შორის აქაც გარკვეული დაძაბულობები და სირთულეები წარმოშვა, რაზეც მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარსულში დარჩება, ისევე როგორც ის საარჩევნო კამპანია, რომელიც გავიარეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რომ კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული დამოკიდებულება გვქონდეს.ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან." - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი უფლებადამცველთა დაცვის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე წელს, გაეროს უფლებადამცველთა შესახებ დეკლარაციის 20 წლისთავს დაემთხვა. შესაბამისად, საქართველოში ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილმა ადამიანებმა საჭიროდ ჩათვალეს ხელისუფლებებისთვის შეეხსენებინათ, რომ ადამიანის უფლებების დამცველების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა საერთაშორისო დეკლარაციის ძალითაც. გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ უფლებადამცველთა უფლებების დაცვა საჭიროა ეროვნული კანონმდებლობითაც. კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს:

„ჩვენ გვაქვს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც პრინციპში არანაირად არ ეხმიანება უფლებადამცველების რისკებს, რომლებიც ამ ადამიანების წინაშე დგას და პრაქტიკულად ყველა გამოძიება, რომელიც დაწყებულია უფლებადამცველების დასაცავად, და მათ მიმართ განხორციელებული მუქარები თუ სხვა ტიპის საფრთხეები არაფრით არ დასრულდა. უბრალოდ გაყინული გამოძიებებია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი კანონმდებლობა საერთოდ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს და ომბუდსმენმა დღეს გააჟღერა ასეთი აზრი, რომ საჭიროა მათ შორის ვიფიქროთ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომ გარკვეული დაცვის გარანტიები უფლებადამცველებისთვის გაჩნდეს ჩვენს კანონმდებლობაში.“ -განაცხადა კავშირ საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაია უფლებადამცველთა დაცვის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

უფლებადამცველების საერთაშორისო დღის აღნიშვნით ადამიანის უფლებათა სახლი უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG