Accessibility links

დეპუტატის „ბოდიში“


ახალციხე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი კოპაძე ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხში" სასამართლოს მიერ დაკისრებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 20-მდე მხარდამჭერთან ერთად მივიდა.

დეპუტატის „ბოდიში“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00
Direct link

26 ივლისს დეპუტატი სტუმრობდა თოკშოუ "დიალოგს" - იმავე გადაცემას, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი კოპაძემ ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადება გააკეთა და კოპაძეს განცხადების უარყოფა დაავალა. მათ შორის დავა დაიწყო 2015 წელს, როცა კოპაძე ქალაქ ახალციხის მერი იყო, ხოლო გოგოლაური საკრებულოს წევრი „დემოკრატიული მოძრაობიდან.“

2015 წლის 10 დეკემბერს "მე-9 არხის" გადაცემა ,,დიალოგში“ ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, გიორგი კოპაძემჯიმშერ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს პატიმრების უფლებებს არღვევდა. ეს განცხადება გოგოლაურმა ცილისწამებად შეაფასა და კოპაძეს სასამართლოში უჩივლა. ორწლიანი დავა ჯიმშერ გოგოლაურმა სამივე ინსტანციაში მოიგო

2018 წლის 26 ივლისს, „მეცხრე არხის“ ეთერში გიორგი კოპაძემ აღნიშნა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მის აღსასრულებლად ტელევიზიაში მივიდა. თუმცა კოპაძეს არ უთქვამს, რომ ორი წლის წინანდელ განცხადებას უარყოფს.

დეპუტატის მხარდამჭერები ტელევიზიაში
დეპუტატის მხარდამჭერები ტელევიზიაში

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმშერ გოგოლაური ტელეკომპანია "მეცხრე არხში" იმყოფებოდა, საეთერო სტუდიაში არ შესულა, გიორგი კოპაძის გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ამჯერად პროკურატურას მიმართავს. გოგოლაურის შეფასებით, პარლამენტარმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

ჯიმშერ გოგოლაურის მსგავსად ფიქრობს ირაკლი ბარძიმაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მას მიაჩნია, რომ ბოდიში მარტო პარლამენტის წევრს კი არა, ზოგადად მმართველ პარტიას აქვს მოსახდელი საქართველოსთვის, თუმცა მისი ყურადღება დეპუტატის ტექსტზე მეტად ტელევიზიაში მის მხარდამჭერთა სიმრავლემ მიიპყრო. გიორგი კოპაძის ქმედებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებად არ მიიჩნევს არც ახალციხის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ გელა დემეტრაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG