Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ქორიძე და თამთა ჭელიძე ფსიქიკური აშლილობების პრევენციასა და "მობილურ ოთახზე"


10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი თემა სუიციდის პრევენციაა. ამ დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ ქართველი სპეციალისტებიც. „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა - ელენე ქორიძემ და თამთა ჭელიძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკეს პროექტზე - „მობილური ოთახი“, რომლის სამიზნეც ახალგაზრდები არიან. ელენე ქორიძე განმარტავს, რატომ არ ეხებიან პირდაპირ სუიციდის პრობლემას: „ჩვენი ქვეყნისთვის სუიციდის პრევენცია დღემდე რჩება დიდ გამოწვევად და თითქმის არაფერი გვაქვს ამ მიმართულებით, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამას, რომელიც მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, სუიციდის პროგრამას ვერ დაიწყებ მყიფე ნიადაგზე და ამისთვის ჩვენი ინიციტივაა ამ პროექტით რაღაცნაირად გავანოყიეროთ ეს ნიადაგი და შევძლოთ ამაზე უფრო ფართოდ საუბარი. პირდაპირ სუიციდის თემით ვერ შევალთ საზოგადოებაში“. თამთა ჭელიძე კიდევ უფრო აზუსტებს „მობილური ოთახის“ პრიორიტეტებსა და სუიციდის პრობლემას შორის კავშირს: „ის აშლილობები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ: დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მსოფლიოში სუიციდის ძირითად ხელშემწყობებად არის მიჩნეული. ეს აშლილობები, განსაკუთრებით - დეპრესია, ნამდვილად დიდწილად უწყობენ ხელს სუიციდის რაოდენობის ზრდას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან გამკლავება და ჩვენი პროექტის ფარგლებში სუიციდსაც მივუძღვნით ღონისძიებებს“. დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ყველაზე გავრცელებული მდგომარეობებია და მსოფლიო სტატისტიკით, 4-დან ერთ ადამიანს მაინც განუცხდია ცხოვრების განმავლობაში რომელიმე ეს მდგომარეობა: „შეიძლება, ეს სულაც არ იყოს ძალიან მწვავე, ძალიან ხელისშემშლელი და ამასთან ერთად ვცხოვრობდეთ, თუმცა რაღაც პერიოდში შეიძლება გამწვავდეს ეს მდგომარეობა და კარგია, როცა ვიცით როგორ შეიძლება ვმართოთ ის, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს და თუნდაც, რომელ პროფესიულ სერვისს შეიძლება მივმართოთ. რატომ ახალგაზრდები? ვიცით, რომ ამ მდგომარეობების 75% სწორედ 15-18 წლის მოზარდებში იწყებს ჩამოყალიბებას და ვფიქრობთ, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ჩავერევით, ეს მაქსიმალურად შეამცირებს ამ მდგომარეობების გამწვავების რისკს“. თაობების ცვლასთან ერთად იცვლება სტრესის გამომწვევებიც, რაც ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს ზეგავლენას, თუმცა, თამთა ჭელიძე პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელ ერთ მუდმივ სტრესორს აღწერს: „აქ რომ მოვდიოდი, უზარმაზარი ბილბორდი შემხვდა, რომელიღაც საათის რეკლამა იყო და ეწერა don’t crack under pressure, ანუ არ გატყდე ზეწოლის ქვეშ. ეს, რასაკვირველია, ორმაგი მესიჯია, რომ თავად საათი არ ტყდება და მეორე მესიჯი - ამავე რეკლამაზე გამოსახული იყო ძალიან სანდომიანი მამაკაცი, კარგად ჩაცმული, თავდაჯერებული, რომელიც ასევე არ ტყდება გარკვეული ზეწოლის ქვეშ. ეს არის ჩვენი ყოფა, სადაც გვასწავლიან და ბავშვობიდან გვეუბნებიან, რომ გარკვეული ზეწოლის ქვეშ არ უნდა გავტყდეთ და ესეც ძალიან დიდი სტრესორია, როცა გეუბნებიან - რაც არ უნდა დაგაწვეს და როგორ გარემოშიც უნდა იყო, ძლიერი უნდა იყო, არ უნდა გატყდე. მაშინ, როცა ჩვენ დაუნდობელ გარემოში ვცხოვრობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოში მედეგობა, ადაპტაცია განვუვითაროთ ადამიანებს. ყველას დაგვემართება ის, რაც მძიმე გადასატანი იქნება - ესაა, რაც პოსტტრავმულ აშლილობას იწვევს“. „მობილური ოთახის“ კონცეფციის ნაწილია მისი მისაწვდომობა. 10 ოქტომბერს ის დაიდგმება „ფაბრიკაში“, 11 ოქტომბერს სამედიცინო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს და შემდეგ ყოველთვიურად შეიცვლის მდებარეობას. კონტრუქცია არი სახლის ფორმის, რომელსაც არ აქვს კარი. იქ შესასვლელად საჭირო იქნება „შეძრომა“. ელენე ქორიძე აღწერს „მობილურ ოთახს“: „შიგნით როცა ამოყოფთ თავს და რატომ უნდა ამოყო თავი? ყველანი მიჩვეულები ვართ, რომ ოთახში შევდივართ კარის საშუალებით, ადამიანთან ურთიერთობას ვიწყებთ გამარჯობით და ეს ძალიან მიღებული ფორმაა, მაგრამ ხშირად, როცა რაღაც სირთულეს ვაწყდებით, გვჭირდება შევცვალოთ არსებული სქემები და ახლები დავამკვიდროთ. აქ ადამიანმა უნდა მოძებნოს ალტერნატიული გზა, მხოლოდ კარის გაღება არ არის საკმარისი და უნდა ვეცადოთ ჩარჩოს მიღმაც გავიხედოთ და ცოტათი ჩარჩოც შევცვალოთ“. „მობილურ ოთახში“ მასპინძელი-ადამიანი არ დაგხვდებათ, იქ დ

XS
SM
MD
LG