Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი წლისთავზე პარლამენტი სრულად ბრუნდება თბილისში


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იმუშავებს და მთლიანად თბილისში გადავა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში - ქუთაისსა და თბილისში. გარდა ამისა, ვიცე-სპიკერის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გადმოწერა

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, "პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე."

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

პარლამენტის შენობაში ბინას დაიდებს "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

2014 წლისსექტემბერში საქართველოს პარლამენტმა შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე, თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში. თბილისის პარლამენტის შენობაში ბიუროსა და კომიტეტების სხდომები აღდგა. გარემონტდა სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებიც.

ქუთაისელები ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის მინიჭებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამით ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. დღეს მათი უმეტესობა წუხილს გამოთქვამს, რომ პარლამენტი კვლავ დედაქალაქს უბრუნდება.

მომავალი წლიდან, აწ უკვე ყოფილ პარლამენტის შენობაში განთავსდება პოლიციის რამდენიმე სტრუქტურა. ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ. კერძოდ, პარლამენტის შენობაში ბინას დაიდებს "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

პარლამენტი თბილისში ბრუნდება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00

საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს პარლამენტის ქუთაისიდან მთლიანად თბილისში გადატანას. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ქუთაისი დაკარგავს არა მხოლოდ სტატუსს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებს და შემოსავალს, რადგან ქალაქში აღარ ჩავლენ პარლამენტის წევრები და ასობით თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG