Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალპურგიის ღამე (თომას მანი, „ჯადოსნური მთა“)


ვალპურგიის ღამე (თომას მანი, „ჯადოსნური მთა“)
please wait

No media source currently available

0:00 0:30:00 0:00
გადმოწერა
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ეპიზოდი“, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრების მნიშვნელოვან ფრაგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ცენტრალურ ეპიზოდზე, რომელსაც „ვალპურგიის ღამე“ ეწოდება და რომელიც შუაზე ყოფს რომანს, როგორც აქილევსთან ელჩობის შემდეგ დამდგარი ღამის ეპიზოდი, „დოლონია“, ყოფს შუაზე „ილიადას“ (საინტერესოა, რომ ეს „შუაზე გაყოფა“ არათანაბარ ნაწილებად ხდება რომანშიც და პოემაშიც, ეს ფიგურალური ცეზურა ორივე დიდ შედევრში, დაახლოებით, ტექსტის მე-40 პროცენტზე მოდის). რაც შეეხება თავის სათაურს, „ვალპურგიის ღამეს“, ეს ცხადი მინიშნებაა თომას მანის საყვარელი მასწავლებლის, გოეთეს, „ფაუსტზე“, სადაც ვალპურგობის ღამე და მომდევნო გრეტხენის ეპიზოდი ასევე შუაზე ყოფს „ფაუსტს“, ანუ ასრულებს ამ გენიალური პოემის პირველ ნაწილს და, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი და მეორე ნაწილის ტექსტის რაოდენობრივი შეფარდება ისევ 40%-60% გახლავთ. შვიდი თვე იტანჯება ჰანს კასტორფი კლავდია შოშასადმი გამოუთქმელი სიყვარულით და, როგორც იქნა, დადგა პირობითი „ვალპურგიის ღამე“, რომელიც ამ შემთხვევაში, 30 აპრილის ნაცვლად, ყველიერის კვირას და ევროპულ კარნავალს დაემთხვა. მთელი მსოფლიოსგან მოწყვეტილ „ბერგჰოფის“ სანატორიუმში ყველა დღესასწაულს დიდი ფასი ადევს, მაგრამ კარნავალი მაინც გამორჩეულია. ჰანს კასტორფმა ისევ ის ხერხი იხმარა, რომლითაც თავის ბავშვობის გატაცებასთან მივიდა, – სიყვარულის ობიექტს ფანქარი სთხოვა. რატომ შესძახა სეტემბრინიმ, ეს ბიჭი გაგიჟდაო; რატომ ვეღარ დაელაპარაკება ჰანსი კლავდიას შენობით; რა კავშირია სხეულს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის; რას უნდა ნიშნავდეს წინადადება N'oubliez pas de me rendre mon crayon („არ დაგავიწყდეს დამიბრუნო ჩემი ფანქარი“), — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG