Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კარგია თუ არა დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია"


„საპენსიო სააგენტოს დაინტერესება ნოლია, ადამიანი დარჩება თუ არ დარჩება სქემაში. სქემამ რომ იმუშაოს, ამისთვის სავალდებულო წესით გაწევრიანებული ადამიანები სრულიად საკმარისია. გასვლა აზიანებს თავად მონაწილეებს“, - აცხადებს საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი. ის თვლის, რომ მსჯელობა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ავკარგზე დღეს უკვე დაგვიანებულია, რადგან ის უკვე ამოქმედებულია. მისი შეფასებით, მცდარია სქემის დატოვების გადაწყვეტილება, თუმცა, მათთვის, ვისაც ამის უფლება აქვს, ის „დილის საუბრებში“ განმარტავს პროცედურებს: „კანონით განისაზღვრა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში შესვლიდან 5 თვის ფარგლებში, არა უადრეს 3 თვისა, შესაძლებელია საპენსიო სქემის დატოვება [იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც კანონის მიღებამდე შეუსრულდათ 40 წელი - ნ.გ.]. ეს არ ნიშნავს ხელფასის ჩარიცხვის თარიღიდან სამ თვეს, არამედ იმ მომენტიდან სამი თვის შემდგომ პერიოდს, როცა პირს დამსაქმებელმა გაუხსნა საპენსიო ანგარიში და პირველი დანაზოგი განხორციელდა“. როგორ უნდა განსაზღვროს საპენსიო სქემის მონაწილემ დაწყებისა და შესაძლო გასვლის თარიღი? „აღნიშნული თარიღები მითითებულია თითოეული მონაწილის გვერდზე, რომელიც არის საპენსიო სააგენტოს საიტზე. უნდა შევიდნენ pensions.ge-ზე, სადაც სახელის და პაროლის აკრეფის შემდეგ მოხვდებიან თავიანთ გვერდზე. სახელსა და პაროლს თითოეულ მონაწილეს აძლევს დამსაქმებელი პირველივე ჩარიცხვისთანავე. საპენსიო ანგარიშის გახსნისას, ყველა დამსაქმებელს გამოუჩნდა მონაწილის სახელი და პაროლი, რომელიც უნდა გადასცეს მონაწილეს. ამის მეშვეობით ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს მიერ დანაზოგი, დამსაქმებლის მიერ დამატებული და სახელმწიფოს მიერ მესამე 2%-ის ჩარიცხვა“. იმის დასტურად, რომ 40 წელს ზემოთ დასაქმებულთა სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, ვაჟა ჯაფოშვილი სქემის დატოვების უფლებას ასახელებს. რატომ არის საჭირო ამ უფლების განხორციელებისთვის სქემის მონაწილის პირადად მისვლა საპენსიო სააგენტოში ან მის ოფისებში და რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება ელექტრონულად? ამის საჭიროებას ვაჟა ჯაფოშვილი ხსნის ორი ფაქტორით: „ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და აგრეთვე გასათვალისწინებელია ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც არის მონაწილეებსა და დასაქმებულებს შორის სისტემის დატოვებასთან მიმართებით. ამ სქემაში მონაწილეობის შენარჩუნებით დაინტერესებული მხარე არის დასაქმებული. თუკი ჩვენ განცხადების დაწერას დამსაქმებელთან გადავიტანდით, ის დაინტერესებული მხარე გამოდის, რომ არ იყოს მონაწილე და ცოტა გადაიხადოს“. თუ საპენსიო სქემის მონაწილე არ იმყოფება საქართველოში დროის იმ ორთვიან მონაკვეთში, როცა მას სქემიდან გასვლის უფლება აქვს მინიჭებული, შეუძლია სანოტარო აქტის საფუძველზე მინდობილობა გაუფორმოს მესამე პირს, რომელიც მის ნაცვლად დაწერს განცხადებას სქემიდან გასვლაზე. რამდენი თანხაა დაგროვილი საპენსიო რეფორმის შედეგად? სად არის ეს თანხები და ვინ განკარგავს მას? საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, დღეისთვისსაპენსიო ფონდში დაახლოებით 125 მილიონი ლარია აკუმულირებული. ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და განკარგვა საინვესტიციო საბჭოს მოვალეობაა, რომელიც ჯერ არ შექმნილა. საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი. შეგროვებული 125 მილიონი ლარი დევს საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე იმ ბანკებში, რომლებშიც სქემის მონაწილე დასაქმებულებს აქვთ სახელფასო ანგარიშები. ვიდრე საქართველოს პარლამენტი საინვესტიციო საბჭოს წევრებს დაამტკიცებს, ამ თანხების ინვესტირება ვერ მოხდება. ამასთან, ვაჟა ჯაფოშვილი „დილის საუბრების“ აუდიტორიას განუმარტავს, რომ ჯერ არ არის შეგროვებული „საინვესტიციოდ მომწიფებული თანხა“. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - „გამოდის, რომ საბჭოს შექმნამდე ეს თანხა „მუთაქაში დევს“ გამოუყენებლად?“, ვაჟა ჯაფოშვილი პასუხობს: „აღნიშნული თანხა დევს იმ ბანკში, სადაც ხელფასი გერიცხებათ, ანუ უპროცენტოდ გადატანილია საბანკო ანგარიშებზე. მას არავინ იყენებს. როგორც ბანკში შეტანილ თანხას, ბანკის პროცენტი ერიცხება. საპენსიო სააგენტოს მიერ ეს თანხები გადატანილია საბანკო ანგარიშებზე და ერიცხება პროცენტი. ხოლო საინვესტიციო საბჭო მომავალში განსაზღვრავს აღნიშნული თანხების ინვესტირების პროცედურებს“. რეფორმის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები უნდა განთავს

XS
SM
MD
LG