Accessibility links

ზურაბ ბენდიანიშვილი ბორდერიზაციაზე, ახალგორის იზოლაციასა და რუსეთის მიზანზე


ზურაბ ბენდიანიშვილი ბორდერიზაციაზე, ახალგორის იზოლაციასა და რუსეთის მიზანზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:35:20 0:00

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არ ცვლის ახალგორის იზოლაციის გადაწყვეტილებას და სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს საქართველოს ხელისუფლების მიერ წნელისის საგუშაგოს აღებას. ამასთან, საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის ტყეში განაახლეს ბორდერიზაცია. ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა დევნილთა უფლებებისთვის რადიო თავისუფლების ეთერში რუსეთი მიზანზე: „ფაქტია ის, რომ ადამიანი არის ყველაზე ნაკლებად ღირებული და ყველაზე ნაკლები ფასეულობა იმ პრობლემებში, რომლებსაც დღეს ვაწყდებით და ის ფაქტობრივად განწირულია. მის მთლიანად, მორალურ განადგურებაზეა ორიენტირი აღებული და ამის საპირწონედ დაყენებულია სახელმწიფოს განადგურება და „გაუქმება“ საქართველოსი. აი, ეს ორი ფასეულობა დაგვიდო დღეს მხარემ, რომელიც ცდილობს ჩაყლაპოს საქართველო, კავკასია და თავისი კონტროლის ქვეშ აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცე. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ რაც მეტად გაგრძელდება ეს პროცესი, ის ადამიანები, ვინც მისი ფიზიკური მძევლები არ არიან და მორალურ მძევლებად რჩებიან, საქართველოს მთელ მოსახლეობას ვგულისხმობ, რწმენას დაკარგავენ, რაც არის საქართველოს მტრის მთავარი მიზანი. ის თავისი ქმედებებით ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მომავლის რწმენა დაკარგოს და რწმენა იმისა, საითკენაც ბოლო სამი ათეული წელია ისწრაფვის. ეს მიზანი არ უნდა შევასრულებინოთ საქართველოს მტერს“. რა შეცვლიდა ვითარებას? „გამოსავალი რთულია ამ სიტუაციაში, რადგან საქართველოზე არაფერია დამოკიდებული. საქართველოს ღირსებაზე გადის ის საკითხები, რომლებსაც ის აწყდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და რის გამოც იტანჯება ის ხალხი, ვინც იქ მძევლობაშია მოქცეული. არ არის დამოკიდებული არც ცხინვალის ხელისუფლებაზე, არანაირად. ბიბილოვის ე.წ. პრეზიდენტობას აქვს გარკვეული ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია ითამაშოს ხელმძღვანელის როლი, თუმცა თუ ხელისუფლების თვისებრივ სიღრმეში ჩავალთ, ის სფეროები, რაც ეხება საქართველოსთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, მათ განკარგულებაში ვერანაირად ვერ არის“.

XS
SM
MD
LG