Accessibility links

თეთრმა სახლმა ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუწყვიტა ტრამპთან კამათის შემდეგ


თეთრმა სახლმა ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუწყვიტა ტრამპთან კამათის შემდეგ
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

თეთრმა სახლმა აკრედიტაცია შეუწყვიტა CNN-ის ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც მან ცხარე კამათი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. თეთრ სახლში აკრედიტებულმა CNN-ის კორესპონდენტმა ჯიმ აკოსტამ 7 ნოემბერს პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვები გამოძიებაზე, რომლის ყურადღების ცენტრშია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, და მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ის საზღვრებისკენ მიემართებიან. თეთრი სახლის თანამშრომელი შეეცადა, მიკროფონი წაერთმია აკოსტასთვის. ამის პასუხად ტრამპმა აკოსტას „უზრდელი“ და „ხალხის მტერი“ უწოდა. (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო)

XS
SM
MD
LG