Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე შარაშენიძე - "თვითონ უწყობენ ხელს რადიკალიზაციას"


თორნიკე შარაშენიძე - "თვითონ უწყობენ ხელს რადიკალიზაციას"
please wait

No media source currently available

0:00 0:42:28 0:00

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზაციას: „ისინი არავის უსმენენ, მათ შორის იმათაც, ვინც მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ნეიტრალურები და ობიექტურები. ამით თვითონ უწყობენ ხელს სიტუაციის რადიკალიზაციას და იმას, რომ საქართველო გაიყოს ორ ბანაკად - ან ისინი, ან სხვები. ტიპური ბოლშევიკური მიდგომაა - როცა არ გინდა მოისმინო კონსტრუქციული მხარისგან არაფერი და ეძახი ყველას „ნაციონალს“ და ა.შ.. მსგავსი რაღაცები გვინახავს არაერთხელ ჩვენს ისტორიაში“. თორნიკე შარაშენიძე ვითარებას აღწერს ასე: „ამ ჯგუფმა, „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია, გადაწყვიტა დარჩეს ხელისუფლებაში მესამე ვადით და ამის გამო არის ყველაფერზე წამსვლელი. მიდის იმაზე, რომ რეალურად უკვე საქმეებს ურჩევს დასავლეთს. ეუბნებიან, ჩვენს შიდა საქმეებში ნუ ერევითო. ეს არის რუბიკონი უკვე, ამას თუ გადალახავენ, ჩათვალეთ, რომ მერე უკვე ისინი კეტავენ გაზს დასავლეთისკენ, რადგან დასავლეთი არ მიიღებს ასეთ ხელისუფლებას - რომელიც აყალბებს არჩევნებს ასეთ დონეზე, ტერორს ეწევა საარჩევნო კამპანიის დროს და რომელსაც არ ექნება თავისი ხალხის მანდატი. შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ, ლოგიკურად მივლენ იქამდე, რომ მათ დაეკეტებათ გზა დასავლეთისკენ და წავლენ რუსეთისკენ. ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ისედაც უნდათ რუსეთი, ვიღაც-ვიღაცებს ყოველ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაში“, და ძალიან ბედნიერები არიან იმით, რაც ხდება, იმით, რომ დასავლეთი მათ აკრიტიკებს და ამიტომაც აიგნორებენ კონგრესმენებსაც, ევროპარლამენტარებსაც. რა მნიშვნელობა აქვს - იმიტომ წავლენ რუსეთისკენ, რომ იქით უნდათ თუ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ. შედეგი ხომ ერთია? ლოგიკურად მივიღებთ ჩრდილოეთს“. „დილის საუბრების“ სტუმარი რაციონალურად თვლის არა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, არამედ წასვლისთვის შემზადებას: „ორ ვადაზე მეტად ვერც ერთი ჩერდება ხელისუფლებაში და ამიტომაც მეორე ვადის დროს უნდა ემზადო წასვლისკენ. უნდა შეამზადო ყველაფერი ისე, რომ წახვიდე წყნარად, მშვიდობიანად - ისე, რომ ქვეყანა არ დაიქცეს, არ გადააყოლო ქვეყანა შენს წასვლას. ამისთვის საჭიროა შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტები, გქონდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო, რომელიც მერე, თუ შემდეგი ხელისუფლება მოინდომებს შენს დევნას, დაგიცავს. ეს არ ქნეს და საქმე მიყავთ იქითკენ, რომ თუ წავლენ, წავლენ ძალიან მძიმედ და ეს ქვეყანას აზიანებს პირველ რიგში. მათ რა მოუვათ, ეს მეორეხარისხოვანია. წარმოვიდგინოთ, რომ მოიგეს ეს არჩევნები წელს, რაღაც ხრიკებით, ტერორით, გაყალბებით. გამორიცხული არაფერია, თუ ქვეყანას წაიყვანენ იზოლაციიისკენ და ააშენებენ აქ ისეთ რეჟიმს, როგორიც არის ბევრ ჩვენს ნაცნობ ქვეყანაში. მერე, რას მიიღებენ? რით უნდა მართონ ქეყანა? რა ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ მომდევნო ოთხი წელი მართონ ქვეყანა და მეორე - 2024-ში რას აპირებენ? იგივე სიტუაციაში შეეცდებიან ჩაატარონ არჩევნები? ეჭვი მაქვს არც 2024-სთვის გაემზადებიან წასვლისთვის. ისევ დარჩენას მოინდომებენ. ...მიშას ფაქტორი ბევრს აშინებს. ეს გასაგებია სრულიად. ამას მშვენივრად გამოიყენებს ხელისუფლება, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა - ნუ გავამარტივებთ სიტუაციას ასე, რომ იქით მარტო მიშაა. მას მხარდამჭერები ჰყავს და აიღებს ყოველთვის რაღაც ხმებს. სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხომ არსებობს - ეს ერთი და მეორე - „ნაცმოძრაობაში“ სხვა ლიდერებიც არიან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიშამ მოუწოდა „ნაცმოძრაობას“ დაუმორჩილებლობისკენ. დაუჯერეს მიშას? ხომ არ აღმოჩნდნენ ვიღაც-ვიღაცები მიშას მარიონეტები? ამიტომ, მიშას ბუად გამოყენება მთავრობას აწყობს პირველ რიგში, თუმცა მესმის, რომ ბევრს ამ ბუასი გულწრფელად ეშინია. ამას ბიძინა უწყობს ხელს რადიკალიზაციით. გიგი უგულავა, რომელიც ციხეში ჩასვეს, იყო ძალიან ზომიერი და მისი ციხეში ჩასმა უწყობს ხელს ისევ მიშასნაირ ფენომენს“.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG