Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა საქმე - განახლებადი ინფორმაცია სასამართლოს დარბაზიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და კიდევ სამი პირის საქმეს.

  • ლევან ჯიქური 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გა თავისუფლდა.
  • ლევან ჯიქურმა ბრალი აღიარა.
  • ბესიკ თამლიანი მოსამართლეს: მზად ვარ შევწყვიტო შიმშილობა, თუ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებთ.

​20-21 ივნისის საქმეზე 19 პირი დააკავეს. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

13:04 8.10.2019

ლევან ჯიქურის ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინა.

12:43 8.10.2019

საქალაქო სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომელიც განიხილავს ბრალდებულების: ლევან ჯიქურის, ცოტნე სოსელიას, ცოტნე ცოტნიაშვილის, ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილის და ბესიკ თამლიანის საქმეებს.

მორიგ სასამართლო სხდომას უძღვება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

12:20 8.10.2019

ბრალდების მხარის შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 15 ოქტომბრისთვის გადადო 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძის, ილია მემარნიშვილისა და გოგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი.

12:12 8.10.2019

ბრალდებამ განაცხადა, რომ სხვა პროცესი აქვთ 12.00ზე და სხდომის გადადება მოითხოვეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG