Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა საქმე - განახლებადი ინფორმაცია სასამართლოს დარბაზიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და კიდევ სამი პირის საქმეს.

  • ლევან ჯიქური 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გა თავისუფლდა.
  • ლევან ჯიქურმა ბრალი აღიარა.
  • ბესიკ თამლიანი მოსამართლეს: მზად ვარ შევწყვიტო შიმშილობა, თუ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებთ.

​20-21 ივნისის საქმეზე 19 პირი დააკავეს. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

11:05 8.10.2019

სასამართლოს შენობასთან იმყოფება დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი. გუშინ მან განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.

11:07 8.10.2019

სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოძრაობა "გავრილოვის პატიმრები" მართავს საპროტესტო აქცია-პერფორმანსს.

11:08 8.10.2019

დღესვე განიხილავენ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმესაც, თუმცა ყველა სხდომა დღეს სხვადასხვა დარბაზებსა და სხვადასხვა დროს გაიმართება.

11:29 8.10.2019

დღესვე არის ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესიც. თუმცა ყველა სხდომა არის სხვადასხვა დარბაზში და სხვადასხვა დროს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG