„უცხოეთში გადაყვანა არ იგეგმება“
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ იგეგმება „არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით“.
მისი თქმითვე, ჯერ არც უცხოეთიდან ექიმის ჩამოყვანაზეა საუბარი, თუმცა „საჭიროების შემთხვევაში, უკლებრივ ყველაფერი გაკეთდება“.:
მისი კომენტარიდან გავიგეთ, რომ:
- კლინიკაში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელები არიან შეკრებილები;
- ცდილობენ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოუყარონ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ, განსხვავებულ აზრს, რომელიც „საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული“
„იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. აი, ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი და ისინი მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
იგეგმება მედიასთან კომენტარის გაკეთებაც.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა თბილისის მერი, კახა კალაძე.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან მიდიან პოლიტიკური თანამდებობის პირები. პატრიარქი მოინახულეს:
- „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა;
- სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა;
- კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ;
- სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.
თანამდებობის პირების გარდა, კლინიკაში მივიდა ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;
ილია II-ის კლინიკაში გადაყვანას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.
მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
„უფალმა დალოცოს და დაიფაროს იგი“.
ფორუმი