კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი.
ოპოზიციური პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებისა და წევრების შემდეგ პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია.
ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას,
ღმერთმა მისცეს მას ძალა და ჯანმრთელობა“, - დაწერა მან და გამოქვეყნებულ ტექსტს ფოტოც დაურთო.
კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, პარტია „გახარია-საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი მივიდა. ის ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ილია მეორის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მისაღებად იყო მისული.
პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას მოკლე პოსტით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს“, - წერს ის ფეისბუკზე.
ფორუმი