Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

16:09 18.3.2026

ილია მეორეს სიონის ტაძარში კვირას დაკრძალავენ

პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

ეს გადაწყვეტილება სინოდის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტეს მღველმთავრებმა.

გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) გააცნო ჟურნალისტებს.

16:02 18.3.2026

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან სამძიმრის წერილი გაავრცელა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა.

ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.

ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.

ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.

სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი. მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ.

შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.

მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა.

მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ტექსტთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილმა ტექსტთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა.


15:50 18.3.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილებით სამძიმარი გამოთქვეს ილია მეორის გარდაცვალების გამო.

15:49 18.3.2026

ვითარება საპატრიარქოსთან

შეკრებილებილია მრევლი, სასულიერო პირები, პოლიტიკური თანამდებობის პირები პარტია „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის მინისტრები და დეპუტატები.

მაღალი იერარქები სინოდის სხდომას ატარებენ. ბოლო 49 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი სხდომა, რომელსაც ილია მეორე არ უძღვება. ამ შეკრებაზე პატრიარქის დაკრძალვის საკითხები უნდა დაზუსტდეს.

ილია მეორის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში 16:00-ზე იგეგმება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ ეკლესიის მსახურები შესაბამის ფორმებში გამოწყობილები, დროშებით ხელში.

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს. მტკვრის მარცხენა სანაპირო საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG