Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

00:05 20.3.2026

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, გამოგზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).

ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიას ეგზარქოს ბენიამინს გამოგზავნის, რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა 19 მარტს.

მცირე ხნით ადრე საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა სამძიმრის წერილი გაავრცელა ილია მეორის გარდაცვალების გამო.

23:42 19.3.2026

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას, 22 მარტს თბილისში ჩამოვა ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება.

ინფორმაცია, რომ იგი მსახურებას არ აღავლენს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას დღეს საღამოს, 19 მარტს.

21:29 19.3.2026

თბილისის მერიის ცნობით, მეტრო სამი დღის განმავლობაში - 20, 21 და 22 მარტს - მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

„თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება“, - აცხადებს მერია.

21:29 19.3.2026

ხალხის დიდი ნაკადია ავლაბრის მეტროში. ავლაბრის მეტრო ყველაზე ახლოს მდებარეობს სამების ტაძართან, სადაც პატრიარქის პანაშვიდები იმართება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG