Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

14:21 20.3.2026

ცნობილია, ვინ ჩამოვა ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქთან ერთად

დელეგაციის წევრები არიან:

  • კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი;
  • ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი;
  • დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე;
  • არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა;
  • კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი;
  • მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ;
  • მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.
13:50 20.3.2026
13:38 20.3.2026

შეხვდებიან ერთმანეთს თბილისში კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიები?

ამ სტატიაში ვეცადეთ გვეპასუხა კითხვებზე:

  • რა მოხდება, თუკი გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები მაშინ, როცა ამ ორ ცენტრს შორის, ევქარისტული კავშირი გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა;
  • რა როლი ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - მასპინძლის? შუამავლის? თუ სამებაში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მხოლოდ ხანმოკლედ გადაიკვეთება სხვადასხვა ინტერესი?
12:54 20.3.2026

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG