მსოფლიო პატრიარქი ილია II-ისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას - ამბობენ არქიმანდრიტი იოანე
არქიმანდიტრი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში კვირას, 22 მარტს საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვადე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვა.
„მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება... წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას - ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთდ“, - თქვა არქიმანდიტრმა იოანე მჭედლიშვილმა მედიასთან.
ის, რომ მსოფლიო პატრიარქი არ აღავლენს მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე მედიისთვის ცნობილი გუშინ, 19 მარტს გახდა. ეს რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც:
„არ ყოფილა დაგეგმილი [ბართლომეოსის მსახურება]. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა და იმთავითვე არაზუსტი იყო“.
სამების საკათედრო ტაძრისკენ ხალხის ნაკადი არ წყდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ მრევლს.
მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, გამოგზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).
ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიას ეგზარქოს ბენიამინს გამოგზავნის, რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა 19 მარტს.
მცირე ხნით ადრე საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა სამძიმრის წერილი გაავრცელა ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ფორუმი