14:21
20.3.2026
პატრიარქის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან
დაკრძალვას დაესწრებიან:
- ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი;
- მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
- მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
- მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქარათველოში;
- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
- მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
14:21
20.3.2026
ცნობილია, ვინ ჩამოვა ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქთან ერთად
დელეგაციის წევრები არიან:
- კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი;
- ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი;
- დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე;
- არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა;
- კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი;
- მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ;
- მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.
13:50
20.3.2026
13:38
20.3.2026
შეხვდებიან ერთმანეთს თბილისში კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიები?
ამ სტატიაში ვეცადეთ გვეპასუხა კითხვებზე:
- რა მოხდება, თუკი გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები მაშინ, როცა ამ ორ ცენტრს შორის, ევქარისტული კავშირი გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა;
- რა როლი ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - მასპინძლის? შუამავლის? თუ სამებაში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მხოლოდ ხანმოკლედ გადაიკვეთება სხვადასხვა ინტერესი?
ფორუმი