Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

23:04 20.3.2026

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ნაშუაღამევს, 2-დან 3 საათამდე დროებით დაიხურება.

მიზეზი ტაძრის მოწესრიგების საჭიროებაა. „ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში“ - წერს პრესცენტრი.

21:06 20.3.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შაბათს, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

21 მარტს, 15:00 საათიდან ღამის თორმეტ საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

  • თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);
  • რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
  • რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
  • მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;
  • ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო "მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;
  • ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.

როგორც შსს წერს, ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

  • სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
  • ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;
  • კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული);
  • ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;
  • ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულებით.
20:53 20.3.2026

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებული წერილის თანახმად, სამძიმრის ტექსტის ავტორია ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი, გაბრიელ ლეონტოპოლელი.

„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარეს ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ“, - ვკითხულობთ წერილში.

ამავე წყაროს თანახმად, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, თეოდორე II ამჟამად იმყოფება „მისიონერული ვიზიტით კონგოში“, რის გამოც ილია მეორის დაკრძალვის წესის აღსრულებისას თბილისში მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.

19:59 20.3.2026

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ გამოგზავნილ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ლუკაშენკა წერილში ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს, რომ პატრიარქმა „ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას“.

თავად ლუკაშენკას ადმინისტრაციამ სამძიმარი 18 მარტს გამოაქვეყნა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG