Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

18:44 20.3.2026

რომის პაპმა ლეონ XIV-მ სამძიმარი გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრსი, მიტროპოლიტი შიო მუჯირის სახელზე გამოგზავნილ წერილში რომის პაპი წერს:

„გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით“.

„უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს“, - წერს რომის პაპი.

15:49 20.3.2026

შეზღუდვები, რომელიც ილია მეორის დაკრძალვის დღეს იქნება

საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ის მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ. იქ შესვლა აკრძალული იქნება მედიისთვისაც.

„ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი“, - უთხრა ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

რადიო თავისუფლებამ დამატებით რამდენიმე დეტალის გარკვევა შეძლო:

  • სპეციალური წესის ამოქმედებამდე სამების ტაძარში ეტაპობრივად შეიზღუდება პანაშვიდზე მიმსვლელთა შესვლა - თუმცა როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა ჯერ უცნობია;
  • სამების ეზოში, ცენტრალური შესასვლელის კიბეების ზემოთ, ორივე მხარეს მოეწყობა სპეციალურ სივრცე ჟურნალისტებისთვის, რომელზე მოხვედრაც პრესსამსახურის გაცემული სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი;
  • ჯერ უცნობია, რა წესები იმოქმედებს სამების ტაძრის ეზოში შემსვლელთათვის;
  • სიონის ტაძარშიც, სადაც პატრიარქი უნდა დაკრძალონ, მედიას და რიგით მოქალაქეებს არ შეუშვებენ. მედიისთვის ეზოს გარეთ მოეწყობა სპეციალური სივრცე.
15:31 20.3.2026
14:21 20.3.2026

პატრიარქის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან

დაკრძალვას დაესწრებიან:

  • ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი;
  • მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
  • მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
  • მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქარათველოში;
  • ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
  • მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG