Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ადამიანი ცნობისმოყვარეობით იბადება. მისი თანდაყოლილი შეკითხვები არ უნდა ჩაიხშოს საკლასო ოთახში"


20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა მგელაძე, შვეიცარიაში მოღვაწე ფიზიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, სახელმძღვანელოს ავტორი. მან ილაპარაკა მოზარდებისთვის ფიზიკის სწავლებაზე და ზოგადად, სწავლების პროცესის "საიდუმლოებებზე". ირმა მგელაძე თვლის, რომ ცნობისმოყვარეობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და მასწავლებლის ამოცანაა ეს ცნობისმოყვარეობა არ ჩაახშოს მოზარდში. მისი თქმით, შეუძლებელია მოსწავლის ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდეს მასწავლებელს, თუმცა, მნიშვნელოვანია ის და მოსწავლეები ერთად იყვნენ პასუხების ძიების, კვლევის, შემეცნების პროცესში. ირმა მგელაძეს ამის საინტერესო მაგალითებიც მოჰყავს. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს აგრეთვე მთავარ გამოწვევაზე, რაც შეიძლება საქართველოს განათლების სისტემაში ყველაზე მწვავე იყოს - სიყალბე, რის მიმართაც მოზარდ თაობას უკომპრომისოა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG