Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არსებული ნარკოპოლიტიკა განგრენაა ჩვენი ქვეყნის"


25 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კოკა ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემასა და ზოგადად, ნარკოპოლიტიკაზე, რომლის შეცვლისთვისაც წლებია იბრძვის სამოქალაქო საზოგადოება და რომლის მიზანიც არის ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომის ჰუმანიზაცია და მათთვის დასჯის ნაცვლად ჯანდაცვის სერვისების შეთავაზება. კოკა ლაბარტყავა განმარტავს, თუ როგორ ხდება პრიორიტეტების აღრევა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის, ცვლილებების განხილვისა და პოლიტიკის განხორციელებისას. "ერთი ნარკოტიკული საშუალების წამღერებულ ლეგალიზაციაზე არ უნდა მოვმართოთ სახელისუფლებო შტოები", - ამბობს კოკა ლაბარტყავა "დილის საუბრებში":

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG