აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების და ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება 26 თებერვალს მიიღო, თუმცა, დღეს, 27 თებერვალს დილიდან ე.წ. საზღვარი გადაკვეთა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ. ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ენგურის ხიდის გავლით მიმავალმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ ე.წ. საზღვარი სავარაუდოდ, 17 საათიდან საათიდან დაიკეტებოდა.
საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდთან „საზღვარი“ 13 საათისთვის ჩაკეტეს.
სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებას, რომლის თანახმად, „დროებით, 2020 წლის 7 აპრილამდე იზღუდება აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნების და მოქალაქეობის არქმონე პირების შესვლა, გარდა იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებთანაც აფხაზეთის რესპუბლიკას საერთაშორისო შეთანხმებებით აქვს დადგენილი უვიზო რეჟიმი".
როგორ და როდის გამოვიყენოთ ნიღაბი?
გადამდები ვირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად, აუცილებელია ნიღბის მოხმარების წესების ზედმიწევნით ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
როგორ უნდა დაიცვას თავი სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსისგან?
ქვეყანაში ახალი კორონაავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა უსაფრთხოების დროებითი რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენების მიზანს, კონტროლს, მოხმარების და შენახვის წესებს.