Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
15:16 1.3.2020

შაბათს აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გამოწვეული პირველი სასიკვდილო შემთხვევა

შაბათს აშშ-ში დაფიქსირდა კორონავირუსი COVID-19-ით გამოწვეული პირველი სასიკვდილო შემთხვევა. ვაშინგტონის შტატში გარდაიცვალა 50-ს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც სასუნთქი გზების დაავადება სჭირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კორონავირუსს მიიჩნევს გლობალური მასშტაბის მაღალი დონის საფრთხედ.

წაიკითხე მეტი

15:04 1.3.2020

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უკვე მიიღეს რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის მორიგი სხდომაც 1 მარტს ჩატარდა.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

14:55 1.3.2020

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე 24 ანალიზის პასუხს დღეს ველოდებით

საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი ცნობით, ნიმუშები ლუგარის ცენტრში თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან გაიგზავნა

წაიკითხე მეტი

14:22 1.3.2020

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. ყოველდღიურად სპეციალური ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის სერვისცენტრები და სახელოვნებო სკოლები.

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-დან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG