ახალი კორონავირუსის მე-10 შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს დაუდასტურდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების მე-10 შემთხვევა დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს.
"გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით", - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე ფეისბუკზე.
როგორ შეძლებთ დაბრუნებას საქართველოში წესების გამკაცრების შემდეგ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩინეთიდან, სამხრეთ კორეადან, იტალიიდან და ირანიდან საქართველოში შემომსვლელი პირების კონტროლი გამკაცრდა. ყველა ადამიანს, ვინც ამ ოთხ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 14 დღე კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.
წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:
- ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
- საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
- საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება. მომეტებული რისკის გამო შეწყდა ფრენები იტალიასთან.
საქართველო იტალიასთან ფრენებს აჩერებს
საქართველო იტალიასთან ფრენებს დროებით წყვეტს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფრენების შეწყვეტასთან ერთად, მკაცრდება საზღვარზე მგზავრთა შემოწმების წესებიც.
კარანტინი, თვითიზოლაცია, კონტაქტები — სად და როგორ "იჭერენ" კორონავირუსს
საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელსაც დაავადების სიმპტომები საზღვარზე არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღეში თვითიზოლაციაში მყოფს აღმოაჩნდა.
თუ ადამიანს რისკის ჯგუფიდან ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა, მაგრამ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, ის 14 დღე მაინც უნდა დარჩეს იზოლაციაში. ესაა ვადა, რაც სჭირდება იმას, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ახალი კორონავირუსით ინფიცირება.