23:24
10.3.2020
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ერთი პაციენტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ნაღდი ფულიდან გადაედო
საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების დამატებით 8 შემთხვევის დადასტურების შემდეგ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა 6 მათგანის მოგზაურობის ისტორიის შესახებ.
„ერთი იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან (პაციენტი #5), ვისგანაც კიდევ სამი დასნებოვნდა. ორი ოჯახი იყო იტალიაში და მათგან ერთ-ერთის წარმომადგენელი არის პაციენტი #5. პირი კი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 10 მარტს, დაუდასტურდა, ამბობს, რომ რაღაც სამუშაო შეასრულა, რაშიც ფული აიღო და ვარაუდობს, რომ ბანკნოტიდან გადაედო. ეს ზუსტად არავინ იცის“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
23:19
10.3.2020
22:49
10.3.2020
22:10
10.3.2020