Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
17:40 10.3.2020

17:39 10.3.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლებელია მთელი 13 დღის განმავლობაში კორონავირუსი უსიპტომოდ ჰქონდეს ადამიანს და მხოლოდ მე-14 დღეს გამოირკვეს. მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით იმანძე კიდევ ერთხელ ესაუბრა.

"გამოკვლევას აზრი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სიპტომები დაეწყება ადამიანს. ყოველდღე რომ იკეთოს ანალიზი, შეიძლება მეთოთხმეტე დღეს გახდეს დადებითი. თუ 14 დღის განმავლობაში არ დაიწყება სიპტომები, იმ ადამიანს ანალიზიც არ სჭირდება", - განმარტა მან.

17:38 10.3.2020

საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან საზოგადოებას ბრიფინგზე გააცნო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა (COVID-19) მონაცემები.

წაიკითხე მეტი

14:09 10.3.2020

კორონავირუსის COVID-19 გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG