Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
17:16 12.3.2020

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და ზიანის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად ახორციელებს სამოქმედო გეგმას.

წაიკითხე მეტი

17:14 12.3.2020

რა რესურსი გვაქვს შესაძლო ეპიდემიის სამართავად?

„აქტიურად ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგება. სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან ერთად მიდის. ვფიქრობ, რომ მოდელი რამდენიმე დღეში მზად გვექნება და გავუზიარებთ საზოგადოებასაც, რათა თვალსაჩინო გახდეს ყველასთვის თუ რა კეთდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამოქმედო გეგმის ზოგად შტრიხებზე ლაპარაკობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც და ამბობს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე, კორონავირუსის მართვის სამ სცენარზე მუშაობს. მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა მცირე რაოდენობისთვის საჭირო გეგმას, მეორე სცენარი რამდენიმე ასეული პაციენტის მართვაზეა ორიენტირებული, მესამე სცენარი კი ითვალისწინებს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტის მკურნალობის სქემას.

წაიკითხე მეტი

17:00 12.3.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ გამყრელიძე ამბობს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ნარჩენები საფრთხის შემცველი არაა. მანვე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განმარტა, რომ აუცილებელია შესაბამისი წესების დაცვა და თავისი მაგალითი მოიყვანა.

"იცით, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში. ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. შემდეგ ისინი აღებენ კარებს, როცა მე გავდივარ და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია", - თქვა გამყრელიძემ.

ავთანდილ გამყრელიძის შვილი ერთ-ერთია იმ 24 პაციენტს შორის, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სწორედ ამ მიზეზით მისი შვილის ცოლ-შვილი თვითიზოლაციაში არიან.

16:58 12.3.2020

ქალაქი ვირუს COVID-19-ის დროს

კოსტავას ქუჩა. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი თბილისში.
1/13 კოსტავას ქუჩა. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი თბილისში.
საგრძნობი სიხალვათეა მეტრო რუსთაველის შესასვლელთანაც.
2/13 საგრძნობი სიხალვათეა მეტრო რუსთაველის შესასვლელთანაც.
მუდმივად გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესამჩნევად თავისუფალია.
3/13 მუდმივად გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესამჩნევად თავისუფალია.
"მაკდონალდსში" უსასრულო რიგი აღარ შეგაწუხებთ.
4/13 "მაკდონალდსში" უსასრულო რიგი აღარ შეგაწუხებთ.
საგზაო მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთა.
5/13 საგზაო მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთა.
დაიხურა საჯარო სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები.
6/13 დაიხურა საჯარო სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები.
თითქმის ცარიელია ტურისტული უბნები.
7/13 თითქმის ცარიელია ტურისტული უბნები.
ტურისტები კი კანტიკუნტად შეგხვდებიან ქალაქის ქუჩებში.
8/13 ტურისტები კი კანტიკუნტად შეგხვდებიან ქალაქის ქუჩებში.
იუსტიციის სახლი მუშაობს, თუმცა მათივე რეკომენდაციით, როგორც ჩანს, მოქალაქეები მხოლოდ გადაუდებელი საქმის შემთხვევაში აკითხავენ ამ დაწესებულებას.
9/13 იუსტიციის სახლი მუშაობს, თუმცა მათივე რეკომენდაციით, როგორც ჩანს, მოქალაქეები მხოლოდ გადაუდებელი საქმის შემთხვევაში აკითხავენ ამ დაწესებულებას.
სიყვარულის წინაშე კორონაც კი უძლურია.
10/13 სიყვარულის წინაშე კორონაც კი უძლურია.
ცარიელი მაკდონალდსის შენობა მარჯანიშვილის ქუჩაზე.
11/13 ცარიელი მაკდონალდსის შენობა მარჯანიშვილის ქუჩაზე.
კაფე "თბილისი ცენტრალში"
12/13 კაფე "თბილისი ცენტრალში"
ცარიელი ტექნიკის მაღაზია "თბილისი ცენტრალში"
13/13 ცარიელი ტექნიკის მაღაზია "თბილისი ცენტრალში"
Previous slide
Next slide

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG