Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:08 14.3.2020

მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული მიწები, მთელი 2020 წლის განმავლობაში იჯარის გადასახადს არ გადაიხდიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

„დღეს თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი [ღია] კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ“, - თქვა კალაძემ.

13:07 14.3.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე Stopcov.ge.

საიტის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

11:43 14.3.2020

ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ პირველ პაციენტს 13 მარტს გაკეთებული ტესტით ვირუსი აღარ აქვს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტს 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ტესტი და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაუდასტურდა 50 წლის კაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა დასტურდება. კარანტინის რეჟიმშია - 314; ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG