14 მარტიდან საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა შეჩერდება
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება.
რა იციან ეთნიკურმა უმცირესობებმა კორონავირუსზე და ვის ექმნება პრობლემა?
კორონავირუსისგან თავის დაცვის მეთოდების, დაავადებული პაციენტებისა და ახალი შემთხვევების შესახებ საქართველოს მოსახლეობას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია, საქართველოში მცხოვრებთა ნაწილისთვის კი, იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, ვინც არ იცის ქართული, ადგილობრივი მედიაა ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო.
რა ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და რა იციან მათ ახალი კორონავირუსის შესახებ?
კორონავირუსი: რეალურად რა უშველის ტურიზმს, ეკონომიკას
მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის შემოტევით განპირობებული ახალი ინიციატივა საგანგებოდ ტურიზმის სექტორისთვის არის გამიზნული.
კომპანიები მთავრობის ინიციატივის დეტალებში გარკვევას ჯერ ისევ ცდილობენ და ჯერ ისევ გარკვეული შეკითხვები აქვთ. ოპონენტები კი ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა ეკონომიკის გაჯანსაღებას არ შეუწყობს ხელს და დაყოფა უსამართლოა ბიზნესის სხვა სეგმენტებთან მიმართებით.
როგორ (ვერ) კონტროლდება ადამიანი თვითიზოლაციაში
13 მარტის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 12 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს.
ვისთვის არის სავალდებულო თვითიზოლაცია?
რა წესები მოქმედებს თვითიზოლაციისას?