Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
20:10 14.3.2020

19:53 14.3.2020

18:42 14.3.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო სასაზღვრო შეზღუდვებს აწესებს შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

  1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
  2. PCR ცნობის არქონის შემთხვევაში, გაიარონ ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.

14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში შეიზღუდა საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

18:13 14.3.2020

ხვალ რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ლოკალურ დონეზე პასუხისმგებელი პირები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან. ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლებაც და კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG