Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
00:02 18.3.2020

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი შესაძლოა, 3 000 ლარით დააჯარიმონ

კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებს - 15 000 ლარს.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან.

17 მარტის მდგომარეობით საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

წაიკითხე ვრცლად

23:58 17.3.2020

რით შეგვიძლია ვისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად

რით შეგიძლიათ ისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად? - რამდენიმე რეკომენდაცია.

წაიკითხე ვრცლად

23:55 17.3.2020

სახლიდან მუშაობა „ჟამიანობისას“, გნებავთ, კორონავირუსისას

სახლში კომფორტული და ნაყოფიერი სამუშაო სივრცის შექმნა, არ აღმოჩნდა მარტივი გამოწვევა. თუმცა, იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს და შესაბამისად, გახანგრძლივდეს დისტანციურ რეჟიმში ყოფნის პერიოდი, სახლში სამუშაოდ გადაბარგებულებმა კომფორტული სამუშაო გარემოს მოწყობაზე დაიწყეს ზრუნვა.

წაიკითხე ვრცლად

23:53 17.3.2020

„ნახე, რეებს სჩადიან“ - ციფრული გაკვეთილების რეალობა

როგორია დისტანციურ სწავლების პირველი დღეები? რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოგაკვეთილები მოაგროვა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG