ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს სახლში უმკურნალებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველო გაითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებული პაციენტებს სახლში უმკურნალებენ. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსხურებას", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
მანვე განმარტა, რომ ამ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა 80 პროცენტის შემთხვევაში კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ფიქსირდება.
საქართველოში სტაციონარში მოათავსეს კიდევ 130-ზე მეტი პაციენტი

18 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261 ადამიანი. დილით ეს რიცხვი 1130 იყო, ხოლო 17 მარტის მონაცემებით - 1008.
18 მარტის დილის მონაცემებთან შედარებით 135-ით მოიმატა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობამ, რომელიც 12:00 საათისთვის შეადგენს 216-ს. 17 მარტის ინფორმაციით, სტაციონარში იმყოფებოდა 64.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ბავშვთა დაავადების პროცენტი შედარებით მაღალია

კორონავირუსით COVID-19 დაავადებული 14 წლამდე ასაკის 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. ამის შესახებ მედიას დღეს, 18 მარტს უთხრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს არასრულწლოვანთა ინფიცირების მაღალი პროცენტი, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა: „პრინციპში ჩაითვლება ეს შედარებით მაღალ პროცენტად სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მაგრამ თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცმებეს, რაც დადებულია სხვა ქვეყნებში“.
საქართველოში გაიზარდა კარანტინსა და სტაციონარში მყოფთა რიცხვიც
18 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი. 17 მარტის მონაცემებით, ეს რიცხვი 1008 იყო.
64-დან 81-მდე გაიზარდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა.
ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
18 მარტს, დილით საქართველოში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 38-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.