ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ჩაიშალა
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა ადგილობრივ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჯიოევის თქმით დისკუსიის ჩაშლა ახალი კორონავირუსის საფრთხეს უკავშირდება.
ქალაქები ცარიელი მიკროავტობუსებით
დღეს პირველი დღეა, როცა საქართველოს ქალაქებში და სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა.
თბილისის ყველაზე დიდი, დიდუბის მეტროსადგურიდან დღეს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებმა ბოლო მგზავრები მაინც წაიყვანეს. რამდენიმე მძღოლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხვალიდან ყველაფერი გაჩერდება.
"მთავარია, შევანელოთ კორონავირუსის გავრცელების ტემპი"
ეს ბევრი პაციენტის სწრაფად ინფიცირება... პირიქით, დაავადების გავრცელება, შეძლებისდაგვარად, უნდა გახანგრძლივდეს, რათა საავადმყოფოებში არ მოგვიხდეს ბევრი პაციენტის ერთდროულად მკურნალობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პროფესორი რაინჰოლდ ლანგი, გერმანიის, ვაილჰაიმ-შონგაუს კლინიკის მთავარი ექიმი. ინტერვიუს შეთანხმების შემდეგ პროფესორი ლანგი თავად მოხვდა კარანტინში. იმისთვის, რომ კორონავირუსი სწრაფად არ გავრცელდეს, სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ამბობს ქართველი პროფესორი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ასევე გერმანიაში, ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ექიმია; მედიკოსებს გერმანიაში ოქროპირ რუხაძე ესაუბრა.
რას ჰპირდება მთავრობა და რა სჭირდება ხალხს
შედეგიანია მთავრობის მიერ სოციალური და ეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯები? რა იწვევს დისკუსიებსა და უკმაყოფილებას?