მზად არიან ოჯახის ექიმები, რომ კორონავირუსს ბინაზე უმკურნალონ?
შეძლებენ თუ არა ოჯახის ექიმები დაავადების დროულ იდენტიფიცირებას?
გაიარეს თუ არა მათ სათანადო გადამზადება, როგორ უნდა უმკურნალონ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ?
შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციის დისტანციურ კონტროლს?
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან
განათლების სამინისტრო: "ჯერჯერობით სწავლა 1 აპრილს დაიწყება"

„ჯერჯერობით სწავლა დაიწყება 1 აპრილს. სწავლის თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საბჭო მიიღებს, ყველაფერი დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე“, - განმარტეს განათლების სამინისტროში.
ფაშინიანი: სომხეთში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 84-ს მიაღწია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
„ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან ასაკის თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობენ და ჩივილები არა აქვთ“, თქვა მან. „ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ამ მომენტში პრობლემები არ გვექნება ასაკობრივ რისკჯგუფთან დაკავშირებით. ვითარება აჩვენებს, რომ საქმე ეხება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალურ სოციალურ პასუხისმგებლობას“.