Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:54 19.3.2020

როცა შიშს დიდ თვალებთან ერთად კორონავირუსიც აქვს

უჩვეულო არაფერია იმაში, რომ შენ ახლა გეშინია. გეშინია იმის, რასაც ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, მაგრამ იცი რომ სადღაც ტრიალებს - შორს, ახლოს, ამის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია. იქნებ, მაგიდის ზედაპირზეა ან კარის სახელურზე. ან იქნებ წყლის ბოთლზეა, მაღაზიაში რომ წამოავლე ხელი, ან სულაც ტკბილეულის შეკვრაზე, რომელიც სუპერმარკეტში დახლზე დევს და ფიქრობ, იყიდო თუ არ იყიდო და ბოლოს არ ყიდულობ, რადგან გადაწყვეტ, რომ ტკბილეულის ამ შეფუთვას იმან მოკიდა ხელი, ვინც მანამდე დააცემინა და ხელები არ დაიბანა.

წაიკითხე ვრცლად

22:51 19.3.2020

პირდაპირი ეთერი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო სურსათის, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების და ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გარდა.

22:50 19.3.2020

როგორ გავუმკლავდეთ 2019 წლის COVID-19-ის ეპიდემიით გამოწვეულ სტრესს?

22:49 19.3.2020

პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG