Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:21 27.3.2020

COVID-19-ისგან 12 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განიკურნა, 1 - საჩხერის ცენტრში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ით დაავადების 4 ახალი შემთხვევა და საერთო რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

ბოლო 4 პაციენტიდან 1 იმყოფება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. „მისი ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალი პაციენტის არ არის მძიმე. საშუალო სიმძიმისაა“, - უთხრა დღეს, 27 მარტს მედიას მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებიდან გამოჯანმრთელდა კიდევ ორი. ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორეს კი, სხვა მონაცემების შეფასების შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებიდან საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 12 და 1 განკურნებული პაციენტი ჰყავს საჩხერის სამედიცინო ცენტრს.

27 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია COVID-19-ით ინფიცირებული 34 პაციენტი. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის - განსაკუთრებით მძიმე.

10:07 27.3.2020

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 2 ახალი შემთხვევაა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.

განახლებული მონაცემები 27 მარტს, 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადდა სულ 81 ადამიანი. მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

21:39 26.3.2020

საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

წაიკითხე მეტი

19:37 26.3.2020

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG