Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
16:30 1.4.2020

შს მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 350-მდე პირი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით წესების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 15-მდე კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ მან ჯარიმებზე საუბრის დროს განუცხადა.

ამ 350 ადამიანს შორის 17 გუშინ, 31 მარტს კომენდანტის საათის წესების დარღვევის დროს დააჯარიმეს.

"ჩვენ მეტს ველოდებოდით დარღვევებს", - თქვა მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევებზე საუბრის დროს.

საქართველოში კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს აპატიმრებენ, კომპანიას აჯარიმებენ ანდა საქმიანობას უჩერებენ.

15:36 1.4.2020

გაბუნია: ვმუშაობთ იმ აპლიკაციის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეს ინფიცირებულთან სიახლოვისას გააფრთხილებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში იმ მობილური აპლიკაციის დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს სამუშაო იმსათან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრურნველყოფა იმისთვის, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ 1 აპრილს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. აღნიშნული შეკითხვით მას „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა

14:18 1.4.2020

პაატა იმნაძე: ჩემი კოლეგა გმირია, ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტისთვის მოევლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედდა, რომელიც პაციენტისგან ინფიციდრა კორონავირუსით COVID-19, გმირია.

„ჩემი ეს კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. რა თქმა უნდა, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, მედდის ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა.

30 მარტს, ახალი კორონავირუსით ინფიცირება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა და ამისგან არ არის დაცული.

13:24 1.4.2020

საქართველოში 23-მდე გაიზარდა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

საქართველოში კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი განიკურნა კორონავირუს COVID-19-ისგან. განახლებული მონაცემები 1 აპრილს, 13:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov,ge.

ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 115 შემთხვევა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG