23:18
9.4.2020
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველომ ამ ეტაპზე 759 მილიონ ლარზე მეტი მოაგროვა - ნაწილი Stopcov-ის ფონდში გადარიცხული თანხაა, ნაწილი კი საერთაშორისო დახმარების პაკეტი.
23:17
9.4.2020
56 წლის ინფიცირებული მამაკაცი ლენტეხის სოფელ მელეში სტუმრად იმყოფებოდა. მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირი უკვე იდენტიფიცირებულია.
23:16
9.4.2020
გარეთ ახალი კორონავირუსია, თქვენ კი ალერგიული ხართ? - ეს რჩევები თქვენთვისაა
გაზაფხული სეზონური ალერგიის პერიოდია, მცენარეების აყვავებასთან ერთად ალერგიულ ადამიანებს ეწყებათ ცემინება, ხველა, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შესაბამისად ხელიც ხშირად ხვდება სახეზე. შეიძლება თუ არა კორონავირუსი უფრო მეტ საფრთხეს ქმნიდეს მათთვის, ვინც ალერგიულია? - რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე პასუხობს.
23:14
9.4.2020
გლდანში დევნილების საცხოვრებელი კორპუსი "თვითიზოლაციაში" რჩება
გლდანში, ყოფილი საბავშო ბაღის შენობა, სადაც 29 ოჯახი ცხოვრობს, კვლავ "თვითიზოლაციაშია" მოქცეული. შენობის ეზოს 24 საათის განმავლობაში პატრული აკონტროლებს.