16:08
22.4.2020
მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილება აეკრძალათ
22 აპრილიდან მიტანის სერვისების - როგორებიცაა Wolt, Glovo - კურიერებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აეკრძალათ.
16:06
22.4.2020
ვის აქვს საშვი მანქანით გადასაადგილებლად - მთავრობის განმარტება
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დროს საქართველოში მანქანით გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე მანქანებზე.
16:04
22.4.2020
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა. პარლამენტმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა, მომხრე 97 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 10.
11:02
22.4.2020
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.