ზახაშვილი: რისკ ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება ტესტი

„ესენია „ცხელების“ და COVID კლინიკებში მომსახურე პერსონალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის სრული შემადგენლობა - ექვემდებარებიან ტესტირებას PCR-ით. ყველა სხვა სამედიცინო პერონალი, რომელიც შესაძლოა, რისკის მომატებულ კატეგორიას წარმოადგენდეს, მათ პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ ანტისხეულებზე, უმთავრესად ე.წ. სწრაფი ტესტებით“, - აცხადებს ზახაშვილი.
ასევე წაიკითხეთ: ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე
ზახაშვილი: უნდა ისეირნოთ გარეთ, თუმცა იყავით დისტანცირებული სხვებისაგან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გარეთ გავიდნენ, მაგალითად, სასეირნოდ, თუმცა სხვებისგან დისტანციის დაცვით.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა #დარჩისახლში.
„გარეთ სეირნობის გარეშე ადამიანები დიდ ხანს, ალბათ, ვერ გაძლებენ. ეს აუცილებელი და საჭიროცაა მათი ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ზახაშვილი და განაგრძობს: „ფაქტია, რომ ღია სივრცეში ნებისმიერ დროს რისკი არის შემცირებული, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი“.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, არსებობს ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არაა უსაფრთხო, თუმცა ეს მოსაზრება დამტკიცებული არაა:
„იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს დაცვის დისტანცია შესაძლოა, უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე არის ხოლმე რეკომენდებული ჩვეულებრივ, დახურულ სივრცეში და ვთქვათ, 2 მეტრზე მეტი დისტანცია უფრო მეტი დაცვის გარანტიას იძლეოდეს. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზიანი მოუტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარა კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, ჯერჯერობით მე არსად წამიკითხავს“.
გამყრელიძე: გვქონდა ლაბორატორული კვლევების პიკი - 24 საათში 695 კვლევა ჩავატარეთ

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 5 ლაბორატორიაში, 24 საათში, 695 კვლევა ჩატარდა:
“დღეს გვქონდა ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა, აქედან 92% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე: ლუგარის, ბათუმისა და ქუთაისის“.
23 აპრილიდან, გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ხუთ ლაბორატორიაში ჩატარდება PCR ტექნოლოგიით ტესტირება. აქედან სამი ლაბორატორია თბილისშია და ერთი ქუთაისში და ერთიც - ბათუმში.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტროში გაიმართა კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხილეს კლინიკების მობილიზების, ლოგისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული საკითხები.
ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 411 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 98, გარდაიცვალა 5.