მარინა ეზუგბაია COVID-19-ით ინფიცირების 25 შემთხვევის დამატებას აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა ერთდროულად 25 ადამიანით აგრესიული ტესტირებით უნდა აიხსნას.
„გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ქვეყნის მთელი მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა.
ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა აი ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.
ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აი ასეთი აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი მოთავსდა, მათგან სამი ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა.
ეს რიცხვი 12-ით აღემატება ოფიციალურ საიტზე 24 აპრილის საღამოს გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.
Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.
ახალი სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის: ვის ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა

6 წლამდე ვადის საპატიმრო სასჯელი საგანგებო და საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის - პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულმა ამ ნორმამ მრავალი შეკითხვა და ეჭვი გააჩინა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საპატიმრო სასჯელის ვადის ზრდა არ უკავშირდება დღეს მოქმედ საგანგებო მდგომარეობას და სამომავლოდაც მხოლოდ კონკრეტული გარემოებებისთვის არის გამიზნული.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ საქართველოში 444-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 132. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5 888. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალა