COVID-19: თეთრიწყაროში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მედპერსონალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში უკვე მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები - რაც აუცილებელია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გასაკონტროლებლად.
პაატა იმნაძე: წესით, დაავადების გავრცელების პიკში ვართ

„ამას ჩვენ საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი, ყველა გათვლით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა...
კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“, - განაცხადა იმნაძემ.
ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მატებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ქალაქებისგან განსხვავებით, რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს რეგიონებში.
„სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გვქონდა გაცემული... ჩემი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლას და ასე ვთქვათ - დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე... ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში COVID-19-ის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა COVID-19-ის დიაგნოზის მქონე კიდევ ერთი პაციენტი - 83 წლის კაცი.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს „ქრონიკული პათოლოგიები“ აღენიშნებოდა.
„ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“, - განაცხადა ლევან რატიანმა 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში COVID 19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
„დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“ - განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე.
„ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის - ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია...ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“, - განაცხადა რატიანმა.
მისი ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი შვიდი პაციენტიდან კვლავ კრიტიკულია ორის მდგომარეობა. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 114 პაციენტი მკურნალობს. 26 აპრილს გასაწერად კიდევ ექვს პაციენტს ამზადებენ.