საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 511-ს შეადგენს
„ამაღამ ჩამოდის ჩარტერული რეისი ჩინეთიდან", - თქვა ამირან გამყრელიძემ
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გააანალიზა გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რომ დაედგინა რა თანხები იხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში უტენდეროდ, რას და ვისგან ყიდულობს სახელმწიფო?
რატომ არ ტარდება საქართველოში აგრესიული ტესტირება - თენგიზ ცერცვაძის პასუხი

"აქ მთავარია არა მასიური გამოკვლევა, რომელსაც მოკლე დროში მაინც ვერ მოვიცავთ, ნახევარსაც კი, მესამედსაც კი. არამედ, მთავარია, რომ ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობით ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების კვლევის კუთხით ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას, ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრს", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ისეთ ქვეყნებშიც (ლატვია, გერმანია და ა.შ.) კი, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლის დროს მასობრივი ტესტირება გამოიყენეს, მოსახლეობის მხოლოდ ორი-სამი პროცენტი მოიცვეს. მისი შეფასებით, ეს გავლენას ვერ იქონიებდა ეპიდემიაზე.
ცერცვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს ცხელების ცენტრების გახსნით უნიკალურ გზას მიაგნო. ამ დაწესებულებებში კი კვლევა უტარდება ყველა საეჭვო პაციენტს.