Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:01 29.4.2020

დღეს ქუთაისის მერიასთან 200-ზე მეტი მოქალაქე მივიდა სპეციალური საშვის მისაღებად. მათი თქმით, რიგში ხანგრძლივად დგომა უწევთ ნაცვლად იმისა, რომ სოფლებში კუთვნილ ყანას, ბოსტანს და ვენახს უვლიდნენ.

23:00 29.4.2020

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ვის დააზარალებს ყველაზე მეტად საქართველოში და რომელი სფეროები გადაიტანს კრიზისს შედარებით უმტკივნეულოდ.
PMC კვლევითი ცენტრის ეკონომიკურ მიმოხილვის სამი სცენარი საქართველოსთვის - ოპტიმისტური, ნაკლებად პესიმისტური და ძალიან პესიმისტური.

22:58 29.4.2020

დაპატარავებული ფეხსაცმელები და გაზრდილი ბავშვები - ლეა, ანა, ლეონი და სხვები კარანტინში

მედია სავსეა წერილებით იმ მშობლების შესახებ, რომლებიც კარანტინსა და იზოლაციაში შვილებთან ერთად აღმოჩნდნენ. იწერება რჩევები, როგორ გაანაწილო დრო ბავშვებს, სახლსა და სამსახურის საქმეებს შორის. არსებობს თამაშების გრძელი სიები და ვარჯიშების უსასრულო ჩამონათვალი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დაწესებიდან თვეზე მეტი გავიდა, - სკოლების და ბაღების დაკეტვიდან - უფრო მეტი და ამასობაში სახლში მოთამაშე, კედლებზე მოსიარულე და იატაკზე მოხტუნავე ბავშვები გაიზარდნენ, - აღმოჩნდა, რომ მათ ნაწილს ტანსაცმელი დაუპატარავდა, ნაწილი კი სულაც გადაეჩვია ჩაცმას.

წაიკითხე მეტი

10:31 29.4.2020

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 511-დან 517-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 29 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საერთო ჯამში, დადასტურებული 517 შემთხვევიდან 168 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

29 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG