პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან.
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.
პასუხი კითხვებზე, რომლებიც გაქვთ
რადიო თავისუფლება აქტიურად აკვირდება იმ შეკითხვებს, რომელთაც კორონავირუსის გავრცელება და მის გამო ცხოვრების შეცვლილი წესი აჩენს და ვეძებთ მათზე პასუხებს. თუ გაქვთ კითხვა, მოგვწერეთ. ჩვენ გიპასუხებთ, კომპეტენტურ, გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კვლევები, ეჭვები და იმედები - რა ვიცით რემდესივირზე
საქართველოში ამბობენ, რომ შესაძლოა ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს - მანამდე პრეპარატმა უნდა შეძლოს და აჩვენოს ეფექტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენებისას.
ერთ-ერთი მასშტაბური კლინიკური კვლევის წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ, წლების წინ „ებოლას“ წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატი რემდესივირი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს და თუ ამ პრეპარატის სამკურნალო ეფექტი საბოლოოდ დადასტურდა, აშშ მას მასობრივად გამოიყენებს.