00:22
6.5.2020
„დილის საუბრების“ სტუმრის, კონსტანტინე რუხაძის აზრით, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო, რომ შეზღუდვების დაწესება უფრო გათვლადი და უკეთესად ორგანიზებული ყოფილიყო. ადამიანები, ვინც პროდუქციას აწარმოებს და მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, მოწეული მოსავლის დალპობის შიშით იძულებული არ უნდა გაეხადათ, რომ კაპიკებში მიეყიდათ იგივე კიტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დისტრიბუტორისთვის.
00:21
6.5.2020
ლაბორატორიაში 45 პაციენტის კვლევა დასრულდა
00:20
6.5.2020
▪️ რამ გააძვირა სოფლის მეურნეობის პროდუქცია?
▪️ რა ლოგიკა და მექანიზმი მუშაობს კორონავირუსის ფონზე?
▪️ არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო გაზრდა?
00:19
6.5.2020
სპორტული ბანაკების მოწყობის გეგმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად. მისი თითოეული დეტალი შეთანხმდება სამედიცინო პერსონალსა და მთავრობასთან.
თუ სახელმწიფო სეოკ-ის თხოვნას დააკმაყოფილებს, ოლიმპიელები ნანატრი მეექვსე ეტაპის დადგომამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე შეძლებენ ვარჯიშის განახლებას.