Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:19 16.5.2020

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთიდან საქართველოში ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 11 000-ზე მეტი მოქალაქე.

11:18 16.5.2020

ამ დრომდე ზუგდიდში 6 პირს ჰქონდა ახალი კორონავირუსი დადასტურებული.

02:14 16.5.2020

ტურისტი “სახლიდან სახლში” - როგორი ტურიზმი იქნება, როცა იქნება

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან ემზადება და, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც კარს გახსნის მოგზაურებისთვის. ტურიზმის ადმინისტრაცია და მთავრობა შეხვედრებს მართავენ და მსჯელობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის, როგორ მოეწყობა უსაფრთხო დერეფნები და რა ადგილები გამოცხადდება ტურისტულ მწვანე ზონებად; ავიაკომპანიები ფრენების აღდგენის გეგმებზე მუშაობენ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი ჯერაც უცნობია, თუ რა პირობებით და საიდან ჩამოსული ტურისტებისთვის მოუწევთ მუშაობის განახლება.

წაიკითხე ვრცლად

02:12 16.5.2020

შედარებით გახსნილი სოხუმი და მეტად ჩაკეტილი ცხინვალი

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა ქართულ და საერთაშორისო მხარეებთან ურთიერთობის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გზები აირჩიეს.

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG