Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
20:13 29.7.2020

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

სამთავრობო ვებგვერდის, StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 155 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.

09:30 28.7.2020

პანდემიის გამოცხადებიდან ნახევარი წელი გადის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 6 კვირაში თითქმის გაორმაგდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

ორგანიზაციის შეფასებით, საერთო ვითარება რთული და არაერთგვაროვანია - ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი აგრესიულად ვრცელდება, ზოგიერთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირეა, ხოლო ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც ეპიდემიას თითქოს გაუმკლავდნენ, ახალი აფეთქებებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსს კარგად უმკლავდებიან იმ ქვეყნებში, რომლებმაც კონტროლის ეფექტურ ზომებს მიმართეს.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის თქმით, თითქმის 6 თვის წინ, 30 იანვარს, როცა პანდემია გამოაცხადა, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირებული იყო 100-მდე ადამიანი და არ იყო COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 600 000-ს.

ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის თქმით, ბუნებრივია, არავის უნდა მკაცრ კარანტინში დაბრუნება, რადგან დიდია ეკონომიკური და სხვა უარყოფითი გავლენები, თუმცა, აუცილებელია ზუსტი, წერტილოვანი ზომების მიღება. რაიანის განცხადებით, ეს ზომები მკაფიო და თანმიმდევრული უნდა იყოს, რადგან თუ ინსტრუქციები ორ დღეში ერთხელ შეიცვლება, მოსახლეობისთვის რთული იქნება და უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, არ დამალონ მათ ქვეყნებში არსებული რეალური ეპიდსიტუაცია.

რაც შეეხება საზღვრების დაკეტვის ეფექტურობას, მაიკ რაიანის თქმით, ამ ზომას შედეგი მოაქვს სხვა ზომების მიღებასთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ ზომებად განიხილავს კორონავირუსის გამოვლენას, იზოლირებას, ტესტირებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, მათთან კონტაქტში მყოფთა კონტროლს და ასევე, ადამიანების მიერ სოციალური დისტანციის დაცვას, დახურულ სივრცეებში ნიღბის გამყენებას და ხელის ხშირად დაბანას.

23:48 27.7.2020

რას ნიშნავს ეს ციფრები, რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ? ამ საკითხის განხილვით იწყება რადიო თავისუფლების „დილის საუბრები“, რომლის სტუმარი 27 ივლისს იყო პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

23:47 27.7.2020

კარანტინის 14 დღეს ყველა სასტუმროში კვება სამჯერადია. მენიუს და კერძებს სასტუმრო ადგენს და ამზადებს. სახელმწიფო აფინანსებს და ამოწმებს ხარისხს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG