„საქართველოს ბანკის“ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“.
"...თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ. მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს“, - თქვა გამყრელიძემ.
„უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.